მადლმოსილება ფარულია
მადლმოსილება ფარულია
ათონის მთაზე დარაჯად განწესებული პოლიციელი დააბრკოლა ზოგიერთი ბერის საქციელმა და შეშფოთებული მამა კალენიკეს კალივაში ეახლა. "მამაო, - შესჩივლა მოძღვარს, - ძალიან გამიტყდა გული. დიდი სურვილი მქონდა, ათონზე მოვსულიყავი და საკუთარი თვალით მეხილა მამების წმინდა ცხოვრება, აქ კი სულ სხვა რამ ვნახე. თუ ამ წმინდა ადგილას ასეთი სისაძაგლე ხდება, ათონს იქით რაღა იქნება!" მამა კალენიკემ მიუგო: "მადლმოსილება თეთრეული კი არ არის, სხვების დასანახად გასაშრობად რომ გაფინო! შენ აქ იმისთვის როდი გამოგაგზავნეს, მადლმოსილი მამები იპოვეო, არამედ იმისთვის, რომ ბოროტება ამოძირკვო, შენ კი შენი მოვალეობა დაივიწყე და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე, ამიტომაც ხარ ასე ფიქრებამღვრეული და სასოწარკვეთილი. გახსოვდეს - მადლმოსილება ფარულია, ის საიდუმლოდ აღმოცენდება გულის სამალავიდან".


ბეჭდვა
1კ1