როცა გულისთქმებს ვაღიარებთ, უნდა ვიყოთ გულწრფელნი
როცა გულისთქმებს ვაღიარებთ, უნდა ვიყოთ გულწრფელნი
ერთხელ ორი ბერი მივიდა აბბა ზენონთან, თითოეულმა ცალ-ცალკე მასთან თავიანთი გულისთქმები აღიარა. ამის მერე ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ერთმა მეორეს ჰკითხა: "მოძღვართან აღსარებისგან შვება თუ იგრძენი?" "დიახ, მისი წმინდა ლოცვებით ღმერთმა განმკურნა", - მიუგო. "მე კი, აღსარება თუმცა ვუთხარი, კურნება მაინც ვერ ვპოვე". მაშინ მეორემ ჰკითხა, - ბერთან როგორ თქვი აღსარებაო. ვუთხარი, ამბა, ილოცე ჩემთვის გულისთქმები მაწუხებენ-მეთქი. "მე კი ვაღიარე მის წინაშე ჩემი გულისთქმები, ტირილით დავულტე ფეხები და უფლისადმი ვევედრე, რომ უფალს განვეკურნე". ამგვარად, როცა გულისთქმებს ვაღიარებთ მოძღვრის წინაშე, უნდა ვიყოთ გულწრფელნი, შემუსვრილი გულით, თითქოს ღვთის წინაშე ვამბობდეთ და მისგან ველოდეთ წყალობას.


ბეჭდვა
1კ1