ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა
ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა
წმინდა ნიკოლოზ სერბი წერს: "როგორ ვუპასუხოთ მათ, ვინც ამბობს: "სასწაულთმოქმედ ქრისტეს არ შეუძლია ჩვენს ლოგიკაში ჩაეტიოს!" პასუხი უბრალოა: "თქვენ ჩაეტიეთ მის ლოგიკაში. მის ლოგიკაში თავისუფლად გრძნობს თავს მარადისობა და დროის კეთილშობილება. თუ მოისურვებთ, თქვენთვისაც მოიძებნება იქ ადგილი"...

დაბოლოს, ისევ წმინდა ნიკოლოზ სერბს მოვუსმინოთ: "ამდენი უსამართლობის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითრცა მზე სიმართლისა. ტირანიის უკუნი სიბნელის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის უიმედო შიშის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. საშინელი პირქუში სატანჯველის, სიცრუისა და ძალადობის მერე იშვება ქრისტე, როგორც მზე, ვითარცა მზე ჭეშმარიტებისა და სიყვარულისა, ქრისტე იშვება!"


ბეჭდვა
1კ1