გულისხმაჰყავ ღვთის საქმენი
გულისხმაჰყავ ღვთის საქმენი
ღირს იოანეს, მოსკოველ სალოსს, თავზე მძიმე რკინის ჩაჩი ეხურა, ამიტომაც "ჩაჩიანს" ეძახდნენ, ტანზეც რკინის ჯვრები ჰქონდა შემოკრული , თითებზე ბრჭყვიალა ბეჭდები ეკეთა და საშინელ ყინვაშიც კი ფეხშიშველი დადიოდა. სალოსობისას მან ამხილა მეფე ბორის გოდუნოვი, უთხრა: "ჭკუათმყოფელო, გულისხმაჰყავ ღვთის საქმენი. ღმერთი დიდხანს იცდის, მაგრამ მტკივნეულად სჯის".

* დიდად მოღვაწე იყო მამა ფილოთეოს ზერვაკოსი (-1980), მაგრამ თავის ღვაწლს გააათმაგებდა, როცა ერსა და ეკლესიაში რაიმე პრობლემა ჩნდებოდა, ამ დროს ჭამას თითქმის აიკრძალავდა ხოლმე, ხშირად თავის სულიერ შვილებსაც სთხოვდა, მისი ღვაწლის თანამოზიარენი ყოფილიყვნენ. "უთხარით დედებს, - წერს ერთ წერილში, - ვისაც შეუძლია და სურს, დაე "იმარხულონ ეკლესიაში მშვიდობისათვისო".

ბეჭდვა
1კ1