აჰა, მამაო პატიოსანო
აჰა, მამაო პატიოსანო
დიდი მადლია ღვთის სიტყვის გავრცელება. XVIII საუკუნეში მშობლებმა გარეჯის მონასტერს შესწირეს ათი წლის ვაჟი. ის 27 წლისა ბერდიაკონი იყო და მღვდლად კურთხევას უპირებდნენ. პორფირეს (ასე ერქვა მას) ერთი დიდი სათნოება ჰქონდა - უყვარდა წმინდა წერილის, მამათა ცხოვრებისა თუ სწავლათა გადაწერა. წიგნების ნაწილს ჩუქნიდა, ნაწილს ყიდდა და გლახაკებს ურიგებდა.
მოულოდნელად რაღაც სნეულება შეეყარა და ოთხი თვის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გარეჯელმა მამებმა მისი სულის საოხად გულმოდგინედ იწყეს წირვის დაყენება. ერთმა მღვდელმონაზონმა ცხრაჯერ სწირა და მეათისთვის ემზადებოდა, რომ ჩვენებით იხილა, თითქოს ეკლესიაში იდგა და იქვე იყო სამღვდელოდ შემოსილი პორფირე. ხელთ მშვენიერი წიგნები ეპყრა. პორფირემ უთხრა მღვდელმონაზონს: "აჰა, მამაო პატიოსანო, ესე წიგნები არიან დიდებად ჩემდა, სიხარული, სასოება და გვირგვინი სულისა ჩემისაო".

ბეჭდვა
1კ1