ნუ მოიქცევი ასე, შვილო
ნუ მოიქცევი ასე, შვილო
აბბა პაფნუტისთან სკიტში ცხოვრობდა ერთი ძმა, რომელსაც სიძვის გულისთქმები გამოსცდიდა. ის ამბობდა: "ათი ცოლიც რომ მყავდეს, ჩემი ვნებების დასაცხრომად არ მეყოფაო". მოძღვარი ანუგეშებდა, - ნუ მოიქცევი ასე, შვილო, ეს დემონების მოგვრილი განსაცდელიაო. მაგრამ ძმამ არ დაუჯერა, ეგვიპტეში წავიდა და დაქორწინდა. ცოტა ხნის მერე მოძღვარი ეგვიპტეში მოხვდა და შეხვდა იმ ძმასაც. ხელთ კალათები ეპყრა. მან ბერს უთხრა: "მე შენი ესა და ეს მოწაფე ვარო". ბერდიდმა შეხედა და ატირებულმა ჰკითხა: "შენი ადრინდელი პატივცემული მდგომარეობა როგორ დაუტევე და აქამდე მიხვედი? მოიყვანე ათი ცოლი? ძმამ ამოიოხრა: "მხოლოდ ერთი ცოლი მოვიყვანე და ვშრომობ, რომ პური მივუტანო". "წამოხვალ ისევ ჩემთან?" - ჰკითხა ბერდიდმა. "ამბა, შესაძლებელია სინანული?" - ჰკითხა ძმამ. "შესაძლებელია", - უპასუხა ბერდიდმა. ძმამ ყველა მიატოვა და ბერდიდს გაჰყვა. განსაცდელებით გამოცდილი, სკიტში დაბრუნებისას კარგი მონაზონი გახდა.


ბეჭდვა
1კ1