მისი ტანსაცმელიც კი კეთილსურნელებას აფრქვევდა
მისი ტანსაცმელიც კი კეთილსურნელებას აფრქვევდა
მამა ეგნატე კატუნაკელზე (+1927) მისი სულიერი ძმები ამბობენ: მის ბაგეთაგან, სიტყვებთან ერთად, მშვენიერი არომატი იფრქვეოდა. როცა ის საუბრობდა, კეთილსურნელებას ვგრძნობდითო. მამა ქრიზანთემოსი უყვებოდა არქიმანდრიტ ქერუბიმს: "მამა ეგნატე ჩემი სულიერი მოძღვარი იყო, ხშირად დავდიოდი მასთან. არა მარტო მისი ბაგე, არამედ ოფლით გაჟღენთილი მისი ტანსაცმელიც კი კეთილსურნელებას აფრქვევდა". ანგელოზებრივი სახე ჰქონდა, ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინებული. შინაგანი ნათლითაც ასხივებდა. "იგი ვიხილე ნათლით შემოსილი, სახე ფერნაცვალი ზეციური მადლით ბრწყინავდა", - ჰყვებოდა მამა პ-ი. არქიმანდრიტ გაბრიელსაც (დიონისიატი) უხილავს იგი თაბორის ნათლით გაბრწყინებული. მამა ეგნატე 1927 წელს გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ძმებმა მისი საფლავი გახსნეს, მამა ეგნატეს ძვლები საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდა და ესეც კიდევ ერთი ნიშანი იყო მისი სიწმინდისა.

ბეჭდვა
1კ1