დღეს მხურვალედ ილოცეთ?
დღეს მხურვალედ ილოცეთ?
მამა ხარლამპე დიონისიატის (+2000) ლოცვისას ირგვლივ ყველაფერი კეთილსურნელებდა. მას ჰყავდა მორჩილი ნ-ი, რომელსაც ჩვევად ჰქონდა შუაღამისას, ლიტურგიამდე ცოტა ხნით ადრე, აღსარების სათქმელად მამა ხარლამპესთან მისვლა. როცა პირველად შევიდა მასთან კელიაში, მორჩილმა ძლიერი კეთილსურნელება იგრძნო. იფიქრა, უკმევიაო, მაგრამ საცეცხლური ვერსად დაინახა. მეორე თუ მესამე ღამეს თავი ვეღარ შეიკავა და მოძღვარს ჰკითხა: - მამაო, საცეცხლური სადა გაქვსო?

- რას ამბობ, შვილო, ასეთ დროს საცეცხლური საიდან მექნება?

- აბა, საიდან მოდის ეს ძლიერი კეთილსურნელება, რომელმაც ლამის არის გამგუდოს?

- დაიცადე, ეცადე, ცოტათი მაინც წარემატო ლოცვაში და მაშინ თვითონ ნახავ, რომ შენს შიგნიდან, სიღრმიდან სულიწმიდის კეთილსურნელება გამოვა, - მიუგო მოძღვარმა.

ახლა კი მიხვდა ყველაფერს მორჩილი... მაგრამ ახალი შეკითხვები გაუჩნდა. კეთილსურნელება ზოგჯერ ძლიერი იყო, ზოგჯერ კი სუსტი. ნ-მა იფიქრა და დაასკვნა, რომ ეს დამოკიდებული იყო მამა ხარლამპეს ლოცვის მხურვალებაზე.

- მამაო, დღეს მხურვალედ ილოცეთ? - ეკითხებოდა მორჩილი.

მამა ხარლამპე კი გაეხუმრებოდა, - საიდან ხვდები, შე ცუღლუტოო.

სხვა დროს ნ-ი ეტყოდა: - მამაო, დღეს სუსტი ლოცვა გქონდათო. მართლაც, მაგრამ შენ საიდან იციო, - ეკითხებოდა მამა ხარლამპე.

ბეჭდვა
1კ1