ღმერთმა ყველა ნიჭი და პატივი მომცა
ღმერთმა ყველა ნიჭი და პატივი მომცა
მამა იაკობ ევბეელი (+1991) ამბობდა: ღმერთს შევევედრე, რომ მოეცა ჩემთვის ნიჭი დაფარულთმცოდნეობისა, რათა სახეზე შეხედვისთანავე მივმხვდარიყავი, კაცს რა უჭირდა და დავხმარებოდი. ღმერთმა ყველა ნიჭი და პატივი მომცა (მღვდლობა, სულიერი მამობა, იღუმენობა და სხვა), მაგრამ ისინი კუბოს კარამდე მიმყვება, მერე კი ახალი, სხვანაირი ცხოვრება დაიწყებაო.

* მამა კალენიკე ისიქასტი (კატუნაკელი) ზეციურ ნათელს ჭვრეტდა. ერთხელ, კელიაში განმარტოებულს სულიერი შვილი ეწვია და კარებზე იმდენ ხანს აკაკუნა, ვიდრე მამა კალენიკე გარეთ არ გამოვიდა. მან დანანებით უთხრა სულიერ შვილს: რა გინდა, კურთხეულო, რატომ დამიძახე? რომ იცოდე, სად ვიყავი, როგორ ნათელსა ვჭვრეტდიო...

ბეჭდვა
1კ1