ახლა უკვე ჩემსას აღარაფერს ვამბობ
ახლა უკვე ჩემსას აღარაფერს ვამბობ
სქემარქიმანდრიტ ზაქარია-ზოსიმე მინაევთან (+1936) აღსარებაზე ერთი მღვდელი მივიდა, მაგრამ რაღაცის გამჟღავნება ერიდებოდა და იტანჯებოდა. მამა ზაქარია-ზოსიმემ სწორედ ის დაფარული ცოდვები ჩამოუთვალა: აი, რანაირი ცოდვები მაქვს, შენც ხომ ეს გაწუხებს, შეინანე და მოგიტევებო. ერთხელ მამა ზოსიმემ თქვა: - უფალს ვთხოვე, შემოსულიყო ჩემში, რომ თავით თვისით რაიმეს თქმა არ გამებედა, არამედ მეთქვა მხოლოდ ის, რასაც მიბრძანებს ჩემი უფალი. ხანდახან კეთილკრძალული შიში მიპყრობს, როცა შიგნიდან ვგრძნობ ღვთის ხმასა და ძალას. ვიცი, ხანდახან მტკივნეულია კაცთათვის ჩემი ნათქვამი, ხანაც უფალი ანუგეშებს მათ ჩემი სიტყვებით, მაგრამ ვალდებული ვარ, მათ ვუთხრა მხოლოდ ის, რისი თქმაც უფალმა შთამაგონა. ახლა უკვე ჩემსას აღარაფერს ვამბობ. აღესრულება ყოველთვის სიტყვა ღმრთისა, რამეთუ იგია ჭეშმარიტება და ცხოვრება.

ბეჭდვა
1კ1