ეს იყო ცეცხლი მადლისა
ეს იყო ცეცხლი მადლისა
წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის სულიერი შვილი ჰყვებოდა: ხშირად მინახავს, შუაღამისას მლოცველი წმინდა ნექტარიოსი ბრწყინვალე ნათელს მოუცავს და ცეცხლი შესამოსელივით შემოხვევია მის წმინდა სხეულს. ეს იყო ცეცხლი მადლისა.

დედა მაგდალინა ამბობდა: წმინდა ნექტარიოსი წირვისას ხშირად ტოვებდა მიწას და ჰაერში აიწეოდა ხოლმე. ერთხელ, "ქერუბინთას" გალობისას, მღვდელმთავარი ჰაერში ამაღლდა. მის გვერდით მდგარი მგალობელი იძულებული შეიქნა, მეორედ ეგალობა, მაგრამ წმინდა ნექტარიოსი არ ჩამოდიოდა მიწაზე. მაშინ მგალობელი მღვდელმთავარს ხელზე შეეხო. ის თითქოს გონს მოვიდა. შემდგომ წმინდა ნექტარიოსმა უთხრა ამ კაცს: როცა ღვთიურ საგნებს ვჭვრეტ, ნუ შემაწუხებ, მხოლოდ თითით მიჩვენე ის ლოცვა, სადაც გავჩერდი და დამელოდეო.

"ნექტარია, გინდა, შენი მფარველი ანგელოზი იხილო?" - ჰკითხა თურმე ერთხელ სულიერ შვილს. "მინდა", - მიუგო მონაზონმა. "შეხედე, ის შენს წინაშეა", - ბრძანა წმინდა ნექტარიოსმა. ახალგაზრდა მონაზონი ისე შეაკრთო ანგელოზის ბრწყინვალებამ, წმინდა ნექტარიოსმა ინანა კიდეც, რომ ანახვა.

ბეჭდვა
1კ1