ცდილობდა, თავისი ღვთაებრივი ნიჭი დაეფარა კაცთაგან
ცდილობდა, თავისი ღვთაებრივი ნიჭი დაეფარა კაცთაგან
მამა გაბრიელი (ზირინიანოვი, +1914) ერთხანს ავადმყოფობდა. ცოტა რომ მოიკეთა, ექიმმა ხალხის მიღების ნება მისცა. მამა გაბრიელს არ უნდოდა, მოსულთა ყურებით გონება განფანტვოდა და ღმერთი აღარ ეჭვრიტა. ამიტომ თვალდახუჭული ესაუბრებოდა მოსულთ. თუმცა სტუმრები დუმდნენ, მათი ფიქრები მოძღვარს ლაპარაკივით ესმოდა. ამის შემსწრენი თავდაპირველად შეშინდნენ, ატირდნენ კიდეც. ამის შემდეგ მამა გაბრიელი ცდილობდა, თავისი ღვთაებრივი ნიჭი დაეფარა კაცთაგან. ვიდრე ვინმეს რამეზე უპასუხებდა, ყურადღებით შეხედავდა ხოლმე - მართლა მეკითხებიან თუ არაო. ასეთი შემთხვევა კი მრავლად იყო. ხშირად ეტყოდა მორჩილს, - იოსებ, გამომიცვალე თეთრეული, კელიაც მიალაგე, სტუმრები მოდიანო. მართლაც, იოსები საქმეს მორჩებოდა თუ არა, მამა გაბრიელის დასახელებული პირნიც ეწვეოდნენ.

ბეჭდვა
1კ1