ბაგეთაგან გამოსდის ნათლის ღრუბელი
ბაგეთაგან გამოსდის ნათლის ღრუბელი
სულიერად ფერნაცვალი მამები თაბორის ნათელით, ხელთუქმნელი ნათელით არიან გაბრწყინებული. გარდაცვალების შემდეგ ბევრი წმინდანის ძვლები კეთილსურნელებენ, მირონს აფრქვევენ. მაგრამ ყოფილა სულიერ სამყაროში ისეთი შემთხვევებიც, როცა ღირსი მამები სიცოცხლეშივე კეთილსურნელებდნენ. მამა იოსებ ვათოპედელი ჰყვება კვიპროსელ სტავროვუნის ბერზე, დიონისე უმცროსზე: იმ სათნოებათა გარდა, რომელიც ყველასთვის თვალსაჩინო იყო, მას გამოარჩევდა სიფხიზლე და შინაგანი ჭვრეტა. საათობით შეეძლო გაუნძრევლად მდგარიყო, ამ დროს აღტაცებული გახლდათ ღვთის საიდუმლოებათა სამყაროში და განშორებული იყო ჩვეულებრივ ადამიანებს. მისგან ხშირად სულიერი კეთილსურნელება იფრქვეოდა, რომელიც მასზე მყოფ ღვთის მადლს ამჟღავნებდა მათ წინაშე, ვინც იცნობდა. ისინიც გულისხმაყოფდნენ, თუ რა კაცი იყო იგი. ამ მიზეზით მამა დიონისე ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებოდა. ის 1961 წელს გარდაიცვალა.

***
წმინდა იაკობ ათონელმა ბრძანა: სულიწმიდის მადლით განბრწყინვებულ კაცს, რომელსაც სულიერი თვალნი აეხილება, საღმრთო საიდუმლოებებზე საუბრისას ბაგეთაგან გამოსდის ნათლის ღრუბელი და დაფარავს მსმენელთ. ამიტომაც არიან ისინი მხიარულნი და ბედნიერნი.

ბეჭდვა
1კ1