თრთოლით მოუხმო იესოს სახელს
თრთოლით მოუხმო იესოს სახელს
წმინდა ექვთიმე ღირსმოწამე ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. უმაღლესი ელინური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ათონზე ბერად შედგომა განიზრახა , მაგრამ კონსტანტინოპოლიდან წასვლა ვერ მოახერხა, გადაწყვიტა, შორი გზა მოევლო. გზაში ყველანაირ ცოდვაში დაეცა ყმაწვილი და რადგანაც ასეთი ცხოვრება ბევრ ფულს მოითხოვდა, ხშირად უწევდა ვალების აღება. ერთხელ, ბუქარესტში ყოფნისას, გამაჰმადიანება მოინდომა - სიამოვნებათა მიღებაში ხელს არაფერი შეუშლიდა და იმედი ჰქონდა, კონსტანტინოპოლში ადვილად ჩავიდოდა. მოკლედ, იესო გაცვალა ცრუწინასწარმეტყველ მაჰმადზე. მაგრამ, ეტყობა, ღვთის სულმა ბოლომდე არ დატოვა. წინადაცვეთილს ჭრილობა სტკიოდა. ამ დროს გაახსენდა მამისეული ღვთისმოშიშება, ქრისტიანული რწმენის სიწმინდე და თრთოლით მოუხმო იესოს სახელს. გაიხსენა მოწყალე ზეციური მამაც, რომელიც მზად არის, მიიღოს მოქცეული უძღები შვილი. უნდოდა, მთელი გულით მოეხმო უფლისთვის, მაგრამ ამის კადნიერება არ ჰქონდა, ერთადერთი - ცრემლებიღა დარჩენოდა, რათა პეტრესავით დაეტირა თავისი დაცემა. გაიქცა. დაიჭირეს. მეორედაც გაიქცა და რუსეთის საელჩოს დახმარებით ათონზე აღმოჩნდა. სულიერად მოძლიერების შემდეგ წავიდა კონსტანტინოპოლს, აღიარა ქრისტე, დაგმო მაჰმადი და მოწამებრივად აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1