სთხოვე შენს ღმერთს, რომ მეც შემიწყალოს
სთხოვე შენს ღმერთს, რომ მეც შემიწყალოს
წმინდა ბასილისა 9 წლის იყო, როცა უშიშრად წარდგა სამსჯავროს წინაშე. თავიდან მოფერებით სცადეს მისი ცდუნება, მერე კი მხეცებივით ეცნენ. ქალწულმა მოწამემ ათასნაირი საშინელება გამოიარა, მაგრამ ცოცხალი და ქრისტეს ერთგული დარჩა. მისი ჯალათი გონს მოეგო, წამოიძახა: "ვინ აღუდგება წინ უფალს!" დაემხო ბასილისას წინაშე და შესძახა: "შემიწყალე და შემინდე, რაც ჩემი უგუნურებით ტკივილი მოგაყენე. სთხოვე შენს ღმერთს, რომ მეც შემიწყალოს, ამიერიდან მწამს იგი". წმინდა მოწამემ მადლობა შესწირა უფალს. მალე წმინდა ბასილისას ჯალათიც წმინდა მოწამეთა დასს შეუერთდა.


ბეჭდვა
1კ1