ღირსი თეოდორიტე კოლელი, ლოპარეელთა განმანათლებელი (+1571) - 17 (30) აგვისტო
ღირსი თეოდორიტე კოლელი, ლოპარეელთა განმანათლებელი (+1571) - 17 (30) აგვისტო
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა. 15 წლის შემდეგ დიაკვნად ხელი დაასხეს. ხოლო ერთი წლის შემდეგ სხვადასხვა მონასტრის მოსალოცად წავიდა. რამდენიმე წელი სხვადასხვა მონასტერში დაყო. შემდეგ თავის მოძღვარს დაუბრუნდა და მასთან დაჰყო მისი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. შემდეგ კი განმარტოების მოსურნე მდინარე კოლის რაიონში დასახლდა, სადაც ლოპარები ცხოვრობდნენ. იქ მან განდეგილი მიტროფანე ნახა და მის გვერდით დასახლდა. ოცი წლის შემდეგ ნოვგოროდში გამოიძახეს, სადაც მთავარეპისკოპოსმა მაკარმა მღვდლად ხელი დაასხა. ნოვგოროდში მან ორი წელი გაატარა და მრავალი სასწაული მოიმოქმედა, მრავალი ცოდვილი გაათავისუფლა ეშმაკის მახეებისგან და სინანულის გზაზე დააყენა. საკმაოდ დიდი შემოწირულობა შეაგროვა, დაბრუნდა უკან და მდინარე კოლთან წმინდა სამების სახელობის მონასტერი ააგო, თან დიდი მისიონერული მოღვაწეობა გააჩაღა კოლის ნახევარკუნძულზე, წარმართ ლოპარებს შორის. მათ ის მშობლიურ ენაზე უქადაგებდა, ორიათას კაცამდე მონათლა. ბიბლიის ზოგიერთი წიგნი ლოპარების ენაზე გადათარგმნა და ზოგიერთი მხურვალე ნეოფიტი მონაზვნადაც აღკვეცა. თუმცა მას თავისი აშენებული მონასტრის დატოვება მოუხდა და ნოვგოროდის ახლოს დასახლდა. მაგრამ ეშმაკმა იქაც არ მოასვენა, ხან ლუთერანელობაში დასდეს ბრალი, ხან ერეტიკოს მათე ბაშკინის დახმარებაში. ამით ისარგებლა სუზდალის ეპისკოპოსმა და ის ბელოზერის მონასტერში გადაასახლა. 1557 წელს ივანე IV მრისხანემ ავადმყოფი მამა თეოდორიტე კონსტნტინოპოლის პატრიარქთან გააგზავნა, რათა პატრიარქისაგან მისი სამეფო ტიტულის ოფიციალური აღიარებისთვის მიეღწია. ვიზიტი წარმატებით დასრულდა. წმინდანი 1571 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. ერთი ვერსიით, თავად ანდრია კურბსკისთან მეგობრობისთვის ივანე მრისხანეს ბრძანებით დაახრჩვეს
.....................

მღვდელმოწამე ალექსი ველიკოსელსკი, მღვდელი (+1918) - 17 (30) აგვისტო

მღვდელმოწამე დიმიტრი ოსტროუმოვი, მღვდელი (+1937) - 17 (30) აგვისტო

ამ ახალმოწამეებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1