ნუ გეშინინ, შენთან ვარ, ღმერთი შენი...
ნუ გეშინინ, შენთან ვარ, ღმერთი შენი...
წმინდა მოწამე ერმილე (ხსენება 13 იანვარს) წამებისას ასე ლოცულობდა: უფალო ღმერთო, პონტოელი პილატეს დროს ტკივილი და ცემა დაითმინე! განმაძლიერე მეც, შენი გულისთვის წამებული, რომ დავითმინო ყოველი, შენი ვნების თანაზიარი ვიყო და ღირსი შევიქმნა შენი საუკუნო დიდებისა. ამ დროს ზევიდან ხმა მოესმა: "ამინ! ამინ! სამი დღის შემდეგ განშორდები სატანჯველს და მათ გამო მრავალი სიკეთე მოგეგება". როცა ხეზე ჩამოკიდეს და დანებით სხეულს უსერავდნენ, ერმილე ლოცულობდა: "უფალო, მაცხოვარო ჩემო, იყავ შემწე ჩემი!" და კვლავ ხმა მოესმა: "ნუ გეშინინ, შენთან ვარ, ღმერთი შენი..."


ბეჭდვა
1კ1