ერთგული დარჩა უფლისა და თავისი ბატონისა
ერთგული დარჩა უფლისა და თავისი ბატონისა
წმინდა მოწამე იულიანე ალექსანდრიელს ფეხები სტკიოდა და ქრისტიანთა მდევნელ წარმართთა სამსჯავროზე მისმა ორმა მსახურმა მიიყვანა. ერთი მათგანი ქრისტიანი იყო, მაგრამ სამსჯავროზე უარყო ქრისტე, თავისი ბატონიც და კერპებს შესწირა მსხვერპლი. მეორე მსახური კი ერთგული დარჩა უფლისა და თავისი ბატონისა. ქრისტეს აღმსარებლები აქლემებზე შესვეს და ალექსანდრიის ქუჩებში ჩამოატარეს, დასცინოდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ, შემდეგ ცოცხლად დაწვეს. წამებას უყურებდა მათი მცველი ჯარისკაცი ვასა. მან აღელვებული ხალხის დამშვიდება სცადა. ისიც სამსჯავროზე მიიყვანეს, სადაც თამამად აღიარა, ქრისტიანი ვარო. წმინდა ვასას თავი მოჰკვეთეს.

***
მამა ისააკ დიონისელი (+1932) დღე-ღამეში ორ საათს იძინებდა. დანარჩენ დროს მხოლოდ თავის სასურველ უფალს უთმობდა. მამა ლაზარე ჰყვებოდა: წმინდა მოციქულთა კათიზმაში ვლოცულობდით ორნი, მე და მამა ისააკი. მამა ისააკმა ჩვეულებრივი სიმშვიდით ორჯერ წარმოთქვა: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი". მესამედ კი გული ისე განუხურდა, რომ თავს მშვიდად ლოცვა ვეღარ აიძულა, ხმა მღელვარებით აუკანკალდა და აქვითინდა... ვუყურებდი და მიკვირდა ქრისტესადმი მისი გულწრფელი სიყვარული".

ბეჭდვა
1კ1