ყველამ დაინახა, ცეცხლში ფეხზე მდგომი წმინდა იოანე
ყველამ დაინახა, ცეცხლში ფეხზე მდგომი წმინდა იოანე
წმინდა იოანე რუსი რუსებთან ბრძოლის დროს ტყვედ ჩაიგდეს თურქებმა და ბოლოს ერთ არაბს მიჰყიდეს. ბატონი აიძულებდა, ქრისტე უარეყო, მაგრამ უდრეკი იყო იოანე. ბევრ წამებას გაუძლო. ბოლოს, უთხრა თურქ ბატონს, - ყველაფერს აღვასრულებ, ოღონდ რწმენის შეცვლას ნუ მაიძულებო. თურქი დათანხმდა. წმინდა იოანე საჯინიბოში დასახლდა. დღისით ცხენებს უვლიდა, სხვა საქმეებსაც აკეთებდა, ღამით კი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა. განთიადისას მცირე ხნით მოასვენებდა დაღლილ სხეულს. თავის საჭმელს გლახაკებს უნაწილებდა, თვითონ კი ხშირად პურსა და წყალზე გადაივლიდა. ყოველდღიური მარხვა და ლოცვა განაძლიერებდა იოანეს. შაბათობით მიდიოდა ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში და ეზიარებოდა უფლის სისხლსა და ხორცს. 1730 წელს 40 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ უკვე დიდი მადლი მოეპოვებინა. სამი წლის შემდეგ წმინდა იოანე გამოეცხადა მღვდელს და უთხრა, რომ მისი სხეული უხრწნელი დარჩა. გათხარეს საფლავი და წმინდა იოანეს მირონმფრქვეველი უხრწნელი სხეული ტაძარში გადაასვენეს. საუკუნის შემდეგ მუსლიმანებმა წმინდანის სხეულის დაწვა სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ყველამ დაინახა, ცეცხლში ფეხზე მდგომი წმინდა იოანე მრისხანე სახით როგორ ემუქრებოდა მკრეხელებს. წმინდანის უხრწნელი სხეული 1924 წელს კუნძულ ევბეაზე გადაასვენეს და მის სახელზე დიდი ტაძარიც ააგეს.

ბეჭდვა
1კ1