მეც ქრისტიანი ვარ
მეც ქრისტიანი ვარ
ზამთრის ღამეა, სიცივე ძვალსა და რბილში ატანს. ამ დროს ტბის გაყინულ წყალში ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებისთვის ჩაუყრიათ ორმოცი მხედარი, იქვე, წყლის პირას კი აბანო გაუცხელებიათ. თითქოს ეუბნებიან: "აჰა, ქრისტიანებო, ვისაც გსურთ გათბობა, ამოდით წყლიდან და შედით აბანოში, ოღონდ ამით თქვენს უფალსა და საუკუნო სიცოცხლეს უარყოფთ". დგანან წყალში გაყინული მოწამენი და ლოცულობენ. ერთი მათგანი ვერ უძლებს, ამოდის წყლიდან, გარბის აბანოსკენ, მაგრამ ცეცხლის მხურვალება წვავს. ბნელი ციდან მთვარე ანათებს, მაგრამ ეს რა ხდება? ზეციდან ორმოცი ბრწყინვალე გვირგვინი ეშვება და წყალში მყოფ 39 მოწამეს ედგმება თავზე. ერთი გვირგვინი კიაფობს, თითქოს პატრონს ეძებს. ამის მოწმეა დარაჯი, რომელიც მტარვალ მეფეს მოწამეთა სათვალთვალოდ დაუდგენია. ამ გვირგვინის მოპოვების სურვილით ანთებული აღვიძებს სხვა დარაჯებს, შიშვლდება და ტბისკენ გარბის ძახილით - მეც ქრისტიანი ვარ. ასე უეცრად შესრულდა ეს საკრალური რიცხვი - ორმოცი. შეგვეწიოს წმინდა ორმოცი მოწამე ყველას, ვისაც საუკუნო სიცოცხლე გვინდა.

ბეჭდვა
1კ1