ნუღარ განიწვალებ სინდისს სიცრუითა და ანგარებით
ნუღარ განიწვალებ სინდისს სიცრუითა და ანგარებით
ერთი ვაჭარი დროდადრო წმინდა სპირიდონისგან სესხულობდა საბრუნავ ფულს. როცა ვალს აბრუნებდა, წმინდა სპირიდონი სთხოვდა, ფული იმავე ყუთში ჩაედო, საიდანაც ამოიღო. მოძღვარს სჯეროდა მისი და თანხას არასოდეს ითვლიდა.

და აი, ერთხელ ვაჭარმა ფული აღარ დააბრუნა - ვითომ ყუთში ჩადო, სინამდვილეში კი უკან წაიღო. მაგრამ ამ ფულმა ხეირი ვერ მოუტანა, პირიქით, გაღატაკდა. ბოლოს, ისევ წმინდა სპირიდონს მიადგა თხოვნით. მანაც, ჩვეულებისამებრ, ყუთიდან ფულის ამოსაღებად გაგზავნა, მაგრამ ვაჭარს იქ ფული არ დახვედრია. ხელცარიელი დაბრუნდა და მოძღვარს უთხრა, სკივრი ცარიელიაო. წმინდა სპირიდონმა ბრძანა: შენ გარდა სკივრისთვის ხელი არავის უხლია, მაშინ ფული რომ ჩაგედო, ახლაც დაგხვდებოდა, ამიტომ ნუღარ დრტვინავ, დამნაშავე თვითონვე ხარო. სირცხვილით სახეალეწილი ვაჭარი წმინდანს მუხლებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა. ღირსმა მამამ დაარიგა და უთხრა, ამიერიდან ნუღარ განიწვალებ სინდისს სიცრუითა და ანგარებითო.

ბეჭდვა
1კ1