გუშინ კი თავად მე მიმასპინძლე
გუშინ კი თავად მე მიმასპინძლე
ერთი შეძლებული კაცი ყოველდღე დიდი გულმოდგინებით მასპინძლობდა მწირებს, ატრაპეზებდა და, როგორც გულუხვ მასპინძელს შეჰფერის, თვითონვე ემსახურებოდა, ვით საპატიო სტუმრებს. ერთ დღეს მასთან უცნობი მწირი მივიდა და თან რამდენიმე სხვა მსხემი მიიყვანა. ღვთისმოსავმა მასპინძელმა ყველა დიდი სიყვარულით მიიღო, მერე კი მცირე ხნით მოშორდა მათ, რათა წყლიანი ჭურჭელი მოეღო და ჩვეული თავმდაბლობითა და მორჩილებით სტუმრებისთვის ფეხები დაებანა. სურდა, ყველაზე ადრე იმ მწირს მომსახურებოდა, რომელმაც დანარჩენები მიიყვანა, მაგრამ იგი მოულოდნელად უხილავი გახდა. კეთილი მასპინძელი ამ ამბავმა საგონებელში ჩააგდო. მეორე დღეს კი, ძილში, მას სწორედ ის გლახაკი გამოეცხადა და ყოველივე აუხსნა. "წინა დღეებში, - უთხრა მან, - შენ ჩემი უმრწემესი ძმების სახით მიმიღე, გუშინ კი თავად მე მიმასპინძლე".

ბეჭდვა
1კ1