"გავყიდე და ფული მთხოვნელს მივეცი"
"გავყიდე და ფული მთხოვნელს მივეცი"
ერთხელ ალექსანდრიაში ღირსი სერაფიმე სინტანელი შიშველ, სიცივით აკანკალებულ მათხოვარს შეხვდა. "მე თავს მმარხველად მივიჩნევ და ტანთ მაცვია, ეს უბედური ბოგანო კი სიცივით კვდება, განა არ უნდა შევიბრალო?" - გაიფიქრა ღირსმა მამამ, მოსასხამი მოიძრო და მათხოვარს მისცა. ტანთ თითქმის აღარაფერი ემოსა, ხელში კი სახარება ეჭირა, რომელსაც მუდამ თან ატარებდა.

ამის შემდეგ სხვა კაცი შეხვდა, რომელიც ვალების გამო საპყრობილეში მიჰყავდათ და ძალზე შეებრალა. ვინაიდან სხვა აღარაფერი გააჩნდა, სახარება გაყიდა და იმ კაცის ვალები გაისტუმრა. შინ ლამის შიშველი დაბრუნდა. რა უყავი ტანსაცმელი, - ჰკითხა მოწაფემ. "გავეცი", - მიუგო ღირსმა მამამ. "სახარება სადღაა?" "გავყიდე და ფული მთხოვნელს მივეცი", - უთხრა სერაფიმემ.

ბეჭდვა
1კ1