შუის სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატი - 11 (24) ივლისი
შუის სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატი - 11 (24) ივლისი
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა. მთელი ერთი კვირა, ვიდრე ხატი იხატებოდა, მრევლი ლოცვასა და მარხვას იყო მიცემული. როცა აღდგომის ტაძრის მღვდელმა მრევლთან ერთად ხატი ტაძარში მისთვის განკუთვნილ ადგილას დაასვენა, ჭირმა უკან დაიხია, ჯერ მათ სამრევლოში, შემდეგ უკვე მთელ ქალაქში. შუის ღვთისმშობლის ხატიდან მრავალი სასწაული აღესრულება, განსაკუთრებით მათ შეეწევა, ვისაც თვალი სტკივა.

ბეჭდვა
1კ1