მოწყალე კაცისთვის ძვირის ქმნა არავის ძალუძს
მოწყალე კაცისთვის ძვირის ქმნა არავის ძალუძს
მეფე ზენონმა, გლახაკთა მიმართ ფრიად მოწყალე და გულუხვმა კაცმა, ერთ ქვრივს ასული წაართვა და მხევლად დაიყენა. საბრალო ქვრივმა ტაძარს მიაშურა და გულმხურვალედ შეევედრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს: "ჰოი, დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო, შური იძიე და სამაგიერო მიუზღე მეფე ზენონს!" ქალი დაუცხრომლად და ცხარე ცრემლით შესტიროდა ყოვლადწმინდა ქალწულს. ერთხელაც, ლოცვის ჟამს, დედაღვთისა გამოეცხადა მას და უთხრა: "გჯეროდეს ჩემი, დედაკაცო, მრავალგზის ვინებე შურისგება შენთა ცრემლთა წილ, მაგრამ მისი ხელები მაკავებენ - ვითარცა წყარო, მოედინება მათგან მოწყალება, მოწყალე კაცისთვის კი ძვირის ქმნა არავის ძალუძს".

ბეჭდვა
1კ1