ნუთუ არ შეგიძლია, ეკლესიაში იღვიძებდე
ნუთუ არ შეგიძლია, ეკლესიაში იღვიძებდე
ერთხელ წმინდა ექვთიმე ათონელმა ეკლესიაში ძმა ვინმე ნახა უდებად მყოფი და მძინარე. ჰკითხა: რად გძინავს ეკლესიაში? არ გეყოფა სენაკში ძილი?

- შინ ვმღვიძარებ და აქ, ტაძარში იმიტომ მეძინებაო.

- ეგ, საყვარელო, ეშმაკის მახეა, - უთხრა წმინდა ექვთიმემ, - რათა მცირესთვის დიდი დაგაკარგვინოს. ეკლესიაში მიმავალი კაცისაგან ეძიებს ღმერთი, ფრთხილად და ლმობიერად იდგეს. ნუთუ არ შეგიძლია, ეკლესიაში იღვიძებდე და სენაკში ძილით გაძღებოდე? აქ ნუ დაიძინებ, თუ არადა მძიმედ დაგსჯიო.




ბეჭდვა
1კ1