წმინდა დავითმა აიღო კვერთხი, შეახო დედაკაცის მუცელს და ხმამაღლა წარმოთქვა: "ღაღადყავ, ყრმაო, ნუთუ მე ვიყვე მამა შენიო"...
წმინდა დავითმა აიღო კვერთხი, შეახო დედაკაცის მუცელს და ხმამაღლა წარმოთქვა: "ღაღადყავ, ყრმაო, ნუთუ მე ვიყვე მამა შენიო"...
ქვაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარი

-გადმოცემის მიხედვით, ხუთშაბათობით მამა დავითი ხშირად ჩადიოდა იმ ადგილას, სადაც დღეს წმინდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ტაძარი დგას და სადაც თურმე იმ დროს დედათა მონასტერი ყოფილა (ვკითხულობთ ელდარ ბუბულაშვილის წიგნში "საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები"), წმინდა დავითის სამისიონერო მოღვაწეობას წინ აღუდგნენ იმ დროს თბილისში საკამოდ მომრავლებული ცეცხლთაყვანისმცემელი მოგვები, რომლებმაც სხვადასხვა ბინძური ხერხების გამოყენებით გადაწყვიტეს წმინდა მამის თავიდან მოშორება. წმინდა დავითის სამხილებლად მათ გამოიყენეს ქაშუეთის "მონასტერში" მყოფი ერთ-ერთი მონაზვნის დაფეხმძიმების ფაქტი.

მათ მოისყიდეს გაუბედურებული დედაკაცი და ათქმევინეს, რომ მამა დავითმა შემაცდინაო. ცილისწამებამ გაჭრა და ღირსი დავითი წარსგა სამსჯავროს წინაშე. მოსყიდული დედაკაცი წმინდა ბერს ადანაშაულებდა. წმინდა დავითმა აიღო კვერთხი, შეახო დედაკაცის მუცელს და ხმამაღლა წარმოთქვა: "ღაღადყავ, ყრმაო, ნუთუ მე ვიყვე მამა შენიო". ჩვილმა ხმა გაიღო მრუში დედაკაცის მუცლიდან და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი იქვე ჩააქვავა, შეძრწუნებულმა დავითმა ბრბო ვერ შეაჩერა, გარდაცვლილი დედაკაცის გვამი ქვათა შუა დატოვეს, გადმოცემით, აქედან წარმომდგარა სახელწოდება "ქვათაშუეთი", ანუ "ქვაშუეთი".

არსებობს მეორე გადმოცემაც, თურმე ხალხს შეუწყნარებია წმინდა დავითის მუდარა და დედაკაცისათვის სიცოცხლე უჩუქებია, მაგრამ მამა დავითის წყევლის გამო, თითქოს მას ბავშვის მაგივრად ქვა ეშვას. ეს უკანასკნელი ვარიანტი მიუღებლად მიაჩნიათ, რადგან წმინდა მამა ხალხს თვითონ ეხვეწებოდა, ცილისმწამებელს სიცოცხლეს ნუ მოუსპობთო და "როგორ დასწყევლიდა ჯერ არ შობილ უდანაშაულო ბავშვს".

ზემოთ აღნიშნული გადმოცემა, ძირითადად საეკლესიო ტრადიციას ეყრდნობა. საეკლესიო გადმოცემების გარდა, დავით გარეჯელის თბილისში მოღვაწეობის ამბები შეტანილია XI საუკუნით დათარიღებულ წმინდა დავით გარეჯელისადმი მიძღვნილ "ცხოვრებაში". როგორც ზემოთ აღინიშნა, წმინდა მამის თბილისში მოღვაწეობა აღწერილი არ არის. საქართველოს ეკლესიამ დავით გარეჯელის ხსენება ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს დააწესა.
თეა ცაგურიშვილი


ბეჭდვა
1კ1