ბრეთი წმინდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ - 28 მაისს წმინდა პიროს ბრეთელის ხსენებაა
ბრეთი წმინდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ - 28 მაისს წმინდა პიროს ბრეთელის ხსენებაა
ბრეთი ძველი და ცნობილი სოფელია შიდა ქართლში. ბრეთში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანი-პიროს ბრეთელი. იოანე ზედაზნელის მიერ მამათა "განტევების" შემდეგ ბრეთი წმინდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ. მცირე ეკლესიის აგებაც მისი ღვაწლის ნაწილია. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ "დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტერი, უგუნბათო, რომელ ქმნა პიროს იგ (13) მამათაგანმა  და დაფლულ არს იგიცა მუნვე. არს აწ ხუცის ამარ" დიდი მამისადმი სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად ხალხი საყდარს მამა პიროსის ეკლესიას უწოდებს.

მამა პიროსმა ბრეთი ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ცენტრად აქცია. აქვეა მის მიერ VI საუკუნეში აშენებული ეკლესია,სწორედ ბერებისა და მონასტრის არსებობაბას უკავშირდება სოფლის სახელწოდების წარმოშობა, ბერეთი-ბრეთი. სოფლის ცენტრში, პიროსის ეკლესიის გვერდით დგას წმინდა გიორგის სახელობის საყდარი, რომელიც VIII-IX საუკუნეებში არის აგებული. მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკვლეულია  ნასოფლარი. ცნობილია XI საუკუნის ნაკეთები ვერცხლის საომარი ჯვარი და XIII საუკუნეში ტყავზე შესრულებუილი სახარება. წმინდა პიროსის საფლავი მდებარეობს ტაძარში რომელიც დიდი სიწმინდეა.  რაც შეეხება ტოპონიმ ბრეთას, იგი აქ მონასტრის დაარსების შემდეგ დროინდელია. ბრეთი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ეს კი, თავისთავად მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნებს. თუმცა ეკლესიის ირგვლივ დღეს სხვა სამონასტრო ნაშთების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ "საძმო სამარხები" ყოფილა. დღეს არსებული ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. თუმცა იგი ერთბაშად არ აუგიათ. მისი ჩრდილოეთით მინაშენი თავდაპირველად მამა  პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა. სწორედ ეს მინაშენი უნდა ყოფილიყო პიროსის დროინდელი. ეს მცირე ზომის ერთნავიანი ნაგებობა ადრევე დანგრეულა, მაგრამ მისი ნაშთები მაინც შეუნარჩუნებიათ, შეუკეთებიათ და დაუკავშირებიათ ძველისთვის.

ბრეთის სავანემ კომუნისტური რეჟიმის დროს შეწყვიტა ფუნქციონირებდა.  ტაძარი სურსათის საწყობად გადააქციეს. XX საუკუნის ბოლოს, წმინდა პიროსის ეკლესიის სახურავი ჩამოქცეული იყო. ეკლესიის ინტერიერი მიწითა და ქვით ამოისვო.ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის იობის ლოცვა-კურთხევით, 1997 წელს  ბრეთის წინამძღვრად არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი) დაინიშნა. მამა ზაბულონის ძალისხმევით სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა - გაიწმინდა და მოპირკეთდა ტაძრის ეზო. ეკლესიის გარშემო  შემოიჭრა მიწა და ფართო გარშემოსავლელი მოეწყო. მონასტერი დამშვენდა რიყის ქვის გალავნით, ჩაიდგა კრამიტის სახურავიანი ძველქართული ჭიშკარი, აშენდა სამრეკლო.სამუშაოები ჩატარდა ტაძრის შიგნითაც - გაიწმინდა შიდა სივრცე, აღდგა ჩაქცეული კამარები და დარღვეული კედლის წყობა, იატაკი ფილებით დაიფარა, ძვირფასი ქვით მოპირკეთდა წმინდა პიროსის საფლავი. ტაძარი მოიხატა კიდეც. 1998 წელს გაიხსნა დიდი ტაძარი. ამ  ტაძრისთვის საგანგებოდ დაიწერა  წმინდა გიორგის ხატი, რომელშიც  დიდმოწამის მუხლის ძვლის ნაწილია ჩაბრძანებული. განახლდა ასევე წმინდა პიროსის ეკლესიის ტრაპეზი. 2003წლის 14 აგვისტოდან ბრეთში დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.






ბეჭდვა
1კ1