ავადმყოფი იმწამსვე გონს მოვიდა
ავადმყოფი იმწამსვე გონს მოვიდა
ერთხელ, ბრწყინვალე შვიდეულში, მღვდელმთავარმა იოანემ (მაქსიმოვიჩი) შანხაიში ებრაულ ჰოსპიტალში სამი მართლმადიდებელი რუსი მოინახულა. ერთი პალატა გაიარა, სადაც მოხუცი ებრაელი ქალი კვდებოდა. მისი ნათესავები გარეთ, დერეფანში, მის სიკვდილს ელოდნენ. მეუფე იოანემ ჯვარი აღმართა და ქალს ხმამაღლა შესძახა: "ქრისტე აღსდგა!" ავადმყოფი იმწამსვე გონს მოვიდა და წყალი მოითხოვა. ნეტარი იოანე მივიდა მოწყალების დასთან და უთხრა, - ავადმყოფი წყალს ითხოვსო. საავადმყოფოს პერსონალი განცვიფრებული დარჩა სიკვდილის პირას მდგარი ქალის უეცარი გამოჯანმრთელებით.



ბეჭდვა
1კ1