მას შემდეგ ღვინო აღარ დაულევია
მას შემდეგ ღვინო აღარ დაულევია
ერთ ახალგაზრდა კაცს სიძვის ბრძოლები დაეწყო და სადაც იყო დასცემდა. შეჭირვებულმა წმინდა გიორგი მთაწმინდელს მიაშურა და ყველაფერი მოუთხრო. წმინდა მამამ ურჩია, ღვინოს ნუღარ დალევ და ვნებათაგან განთავისუფლდებიო. ვაჟმა თავი იმართლა: "რა ვქნა, მამაო, ეს მიწა გვალვიანია, ღვინო რომ არ დავლიო, ვაითუ დავსნეულდეო". მაშინ წმინდა გიორგიმ უთხრა: "შვილო ჩემო, თუ ჩემს მცნებას დაიმარხავ, მე ვიქნები შუამდგომელი ღმერთსა და შენს შორის, რათა არავითარი სულიერი და ხორციელი სნეულება არ შეგეყაროს". ვაჟი მხიარული და ვნებათაგან თავისუფალი დაბრუნდა შინ. მას შემდეგ ღვინო აღარ დაულევია, თუ არ ჩავთვლით ღვინის სარღვნელს, წმინდა ზიარების შემდეგ რომ იღებდა.


ბეჭდვა
1კ1