ძვალი და ტყავი გახდა მარხვისაგან
ძვალი და ტყავი გახდა მარხვისაგან
სულით და ხორცით ქალწული იყო მამა იოსებ ათონელი, სანამ მონასტერში მივიდოდა, ვნებები არ აწუხებდა, მაგრამ ბერობის გზაზე შემდგარს მთელი ძალით დაეტაკა სიძვის ეშმაკი. რვა წელი ებრძოდა ხორციელ ვნებას, ძვალი და ტყავი გახდა მარხვისაგან. ლამის სასო წარეკვეთა, რადგან თითქმის დაკარგა იმედი ამ ვნების ძლევისა. ერთხელ, ღამით, ჩამომჯდარი თავდახრილი ლოცულობდა. ამ დროს კელიის კარი გაიღო. იფიქრა, მამა არსენი (თანამოსენაკე) შემოვიდაო. შეხედა და რას ხედავს - მის წინ სიძვის ეშმაკი დგას. "განრისხებული ვეცი მას, როგორც ძაღლს, და შევიპყარი. ღორის ჯაგარივით თმა ჰქონდა. ეშმაკი გაქრა და გარშემო საშინელი სიმყრალე გავრცელდა. ამ წუთიდან განმეშორა მე სიძვის ბრძოლა", - ჰყვებოდა მამა იოსები. იმ ღამეს კი მას უფალმა, როგორც ერთ დროს ანტონი დიდს, სოფელი და მასში ეშმაკის დაგებული მახეები აჩვენა.

ბეჭდვა
1კ1