წმინდათა შორის მამაჲ ჩვენი ნიკოლოზ კათოლიკოსი (+1591) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდათა შორის მამაჲ ჩვენი ნიკოლოზ კათოლიკოსი (+1591) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ნიკოლოზი კათოლიკოს-პატრიარქი დაიბადა დაახ. 1510-1515 წლებში, იგი კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკი¬ლი ნიკოლოზი მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. სამეფო გვარისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და სიბრძნე, მონაზვნური მორჩილება და ღმერთზე მინდობის უდიდესი სათნოება საოცრად იყო შერწყმული წმინდა ნიკოლოზში. ღვთის განგებით, იგი კათოლიკოსად იქნა დადგენილი. "ქორონიკონსა სობ (1584 წელს) მიიცვალა ბარათაშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ და ბრძანებითა ღმრთისაჲთა კათოლიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალ¬სა კჱ (28), დღესა შაბათსა", - ვკითხულობთ "ქართლის ცხოვრებაში".

წმინდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ იობთან, წმინდა კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს ეტრატზე გადაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული სახარება.
მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) "მიმოსლვაში" მოგვითხრობს ათონის ივერთა მონასტერზე და აღნიშნავს, რომ სატრაპეზოში არის წმინდა ნიკოლოზ კათოლიკოსის ხატი. იგივე ავტორი აღწერს აშოთან მუხრან-ბატონის მიერ აშენებულ სატრაპეზოს და უმატებს: "იქ მიცვალებულა კათალიკოზი ნიკოლოზ, მგონი ეს ბატონიშვილი იყოს".

"ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1