ღირსი მამა მწარედ ატირდა იმის გამო, რომ მისი მტერი მოკვდა
ღირსი მამა მწარედ ატირდა იმის გამო, რომ მისი მტერი მოკვდა
წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს მამა ბენედიქტეზე: ღირსი მამა იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა თავისი მონასტერი. უბედური მისი მდევნელი მღვდელი ხარობდა "წარმატებით", რომ ამ დროს მოიწია მასზე ღვთის რისხვა და უეცრად მოკვდა. მამა ბენედიქტეს მისმა სულიერმა შვილმა შეატყობინა, - მამაო, დაბრუნდი, ვინაიდან მღვდელი, რომელიც გდევნიდა, დაიღუპაო. ამის გამგონე ღირსი მამა მწარედ ატირდა იმის გამო, რომ მისი მტერი მოკვდა და იმიტომაც, რომ მისი სულიერი შვილი ხარობდა ამ უბედური კაცის სიკვდილით. ამ სიხარულისთვის მას ეპიტიმიაც კი დაადო.

იაკობის სიკვდილის შემდეგ მის შვილებს შეეშინდათ, იოსებს არ ეძია შური იმ ბოროტებისთვის, რაც მას მოაწიეს - იგი ხომ ერთ დროს ძმებმა მონად გაყიდეს. ეს რომ შეიტყო, იოსები ატირდა, დაამშვიდა ისინი და მომავალ თაობებს მაგალითი მოგვცა ჭეშმარიტი მიტევებისა.

ბეჭდვა
1კ1