სამი წლის სინანული თუ კმარა ცოდვათა გამოსასყიდად?
სამი წლის სინანული თუ კმარა ცოდვათა გამოსასყიდად?
ღირს მამას ერთი დიდებული ეახლა და ჰკითხა: "მამაო პატიოსანო, ადამიანი დიდ ცოდვაში რომ ჩავარდეს, ნუთუ ღმერთი შეუნდობს აღსარებისა და სინანულის სანაცვლოდ?" "საყვარელო შვილო, - კითხვითვე უპასუხა ღირსმა მამამ, - ფეხსაცმელი რომ გაგეხეს, გადააგდებ?" "რატომ, მამაო, - გავკერავ და კვლავ ჩავიცვამ", - მიუგო აზნაურმა. "მაშ, თუკი შენ სამოსელი გენანება გადასაგდებად, განა უფალს არ შეებრალება თავის ხატად და მსგავსად შექმნილი სული? მან ხომ საკუთარი ძეც კი გაიმეტა, ცოდვათაგან რომ ვეხსენით", - უთხრა ბერმა. "სამი წლის სინანული თუ კმარა ცოდვათა გამოსასყიდად?" - კვლავ ჰკითხა სტუმარმა. "მე მწამს, შვილო, - მიუგო ბერმა, - თუ კაცი მთელი გულით შეინანებს და აღარასოდეს მიუბრუნდება თავის ცოდვებს, უფლის მოწყალებით ყველა შეცოდება სამ დღეში მიეტევება".

ბეჭდვა
1კ1