წუხდა ეპისკოპოსისა და მრევლის არასწორ ურთიერთობაზე
წუხდა ეპისკოპოსისა და მრევლის არასწორ ურთიერთობაზე
მამა პორფირე ათენელი ამბობდა, როცა ეპისკოპოსს რაიმეში არ ვეთანხმები, ჩემი ლოცვა ღმერთამდე არ მიდისო. ამიტომ უფრთხილდებოდნენ ძველი ქრისტიანები ეპისკოპოსთან თანხმობას. მამა დანიელ კატუნაკელი (+1929) წუხდა ეპისკოპოსისა და მრევლის არასწორ ურთიერთობაზე: გულშემუსვრილი ვფიქრობ ახლანდელ თაობაზე, ჩვენი ცოდვების გამო დაუშვა უფალმა, რომ ორივე მხრიდან განგვცადოს ეშმაკმა. ერთ მხარეს არიან მღვდელმთავრები, რომლებიც მართავენ ჩვენს ეკლესიას. ტრადიციების დაცვის მაგიერ მათ სხვადასხვა სიახლე შემოაქვთ (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ახალ სტილზე გადასვლა და ახალი მსოფლიო კრების მოწვევა, - კ.კ.). იმის მაგივრად, რომ მორწმუნეებმა წერილობითი ფორმით გამოხატონ თავიანთი შეხედულება, ერისკაცული მანერით უჯანყდებიან ეპისკოპოსს და მთელი სამყაროს წინაშე გამოაჭენებენ. ამ დროს ორივე მხარე დიდად ზარალდება.

ბეჭდვა
1კ1