მათ ძვირს ვერასგზით ვერ ათქმევინებთ
მათ ძვირს ვერასგზით ვერ ათქმევინებთ
1624 წელს საქართველოში ჩამოვიდა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი და ორი წელი დაჰყო აქ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი მონათხრობი, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს სულიერი მამების მიმართ: "სასულიერო პირებს ქართველები ძალიან მორიდებით ეპყრობიან, მათ ძვირს ვერასგზით ვერ ათქმევინებთ. როდესაც თავადები, დიდებულნი და მათი მეუღლენი გზაზე შეეყრებიან მღვდელმთავრებს, თუ ცხენით არიან, ჩამოქვეითდებიან და შორიდანვე უწყებენ მუხლმოდრეკით თაყვანისცემას, შემდეგ ადგებიან და იღებენ მათგან ლოცვა-კურთხევას. ამის შემდეგ განშორდებიან უკან-უკან დახევით, რათა ზურგი არ შეაქციონ და ხელმეორედ მუხლმოდრეკით თაყვანს სცემენ. ამნაირად იქცევიან არათუ მარტო უბრალო ქართველნი, არამედ მეფე-დედოფალნიც".

ბეჭდვა
1კ1