მე ასეთი სასწაულის მოხდენის ღირსი არა ვარ
მე ასეთი სასწაულის მოხდენის ღირსი არა ვარ
ერთი მეძავი გზად უცნობ დედაკაცს გადაეყარა, რომელსაც მკერდზე გარდაცვლილი ვაჟი მიესვენებინა. უბედურმა დედამ, მწუხარებისგან რომ არ იცოდა, რა ექნა, გარდაცვლილი შვილი ცოდვილის ფერხთით დააგდო და - გამიცოცხლეო, - შეჰღაღადა... გაოგნებულმა მეძავმა იქვე აღიარა თავისი ცოდვები და თქვა: - მე ასეთი სასწაულის მოხდენის ღირსი არა ვარ. არც იმისა, ზეცად ავიხედო და ჩემი ცოდვილი ბაგეებით ღმერთს შევღაღადოო. მაგრამ საცოდავი დედა არ ცხრებოდა, ეგონა, ამას თავმდაბლობით ამბობსო და თხოვნა გააორმაგა. ცოდვილი დედაკაცი მიწაზე დაემხო, ღვთის მოწყალებისთვის თავს უღირსად თვლიდა, ლოცულობდა, ღმერთს შეეწყალებინა დამწუხრებული დედა, ენუგეშებინა. ჰოი, საოცრება! მონანული და სულიერად მკვდრეთით აღმდგარი ცოდვილის ლოცვამ ზეცამდე ააღწია და დედას შვილი გაუცოცხლდა. ორივე დედაკაცმა ერთად ადიდა ღმერთი, რომელიც იწირავს ცოდვილის სინანულს.

ბეჭდვა
1კ1