გავცეთ მოწყალება
გავცეთ მოწყალება
მამა მოსე ოპტელის წინამძღვრობისას ოპტის უდაბნოში ბევრი რამ აშენდა. მონასტერი შიმშილობის პერიოდში შენდებოდა და მუშების გარდა, ბევრი გლახაკი ერისკაციც ჰყავდათ დასაპურებელი, რომელთაც არქიმანდრიტი უშურველად მასპინძლობდა. "კეთილისმყოფელებმა" ჩიჩინი დაუწყეს, - როცა მონასტერს თვითონაც უჭირს, ნუ გამოკვებავთ უპოვრებსო. მამა მოსემ მღელვარებით განახვნა თავისი ყოველთვის მდუმარე ბაგენი და ცრემლმდინარემ თქვა: - ეჰ, ძმანო, ეს რანაირად ვატარებთ ანგელოზის სქემას? რისთვის დადო სული თვისი ჩვენთვის ქრისტე მაცხოვარმა, სიყვარულის სიტყვა რისთვის გვიქადაგა? იმისთვის, რომ ჩვენ მის დიდებულ ნათქვამს მხოლოდ ბაგეებით ვიმეორებდეთ? რა ვქნათ, ხალხი შიმშილით დავხოცოთ? ისინი ხომ ქრისტეს სახელით გვთხოვენ... გავცეთ მოწყალება, ვიდრე უფალს არ შეუწყვეტია წყალობის გამოგზავნაო.

ბეჭდვა
1კ1