შენი სიყვარული ფარისევლურიაო
შენი სიყვარული ფარისევლურიაო
ერთი ქალი მამა ვიტალის (სიდორენკოს) ხელზე ემთხვია. მოძღვარმა ჰკითხა, - შინ დედას თუ ეამბორები ხოლმე ხელზეო. არაო, - უპასუხა ქალმა. ესე იგი, შენი სიყვარული ფარისევლურიაო, - მიუგო მამა ვიტალიმ.

მამა ანტონი ოპტელი ამბობდა, - ფარისეველი ჩვენზე მეტს მარხულობდა და ლოცულობდა, მაგრამ სიმდაბლის გარეშე მთელი შრომა წყალში ჩაეყარა. ამიტომაც ისწრაფეთ, მეტ-ნაკლებად მოიპოვოთ მეზვერის სიმდაბლე, რომელიც, ჩვეულებისამებრ, მორჩილებიდან იბადებაო.

ბეჭდვა
1კ1