თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით
თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით
წმინდა გაბრიელმა (ურგებაძემ) ჰკითხა მორწმუნეებს: - რას ნიშნავს ლოცვა ცოდვად შეერაცხაო? სასურველი პასუხი რომ ვერ მიიღო, უთხრა, ახლავე გეტყვითო. ამ დროს მასთან ერთი მორწმუნე მივიდა კურთხევის ასაღებად. მამა გაბრიელმა სთხოვა რაღაცის გაკეთება. მან უპასუხა, - ახლა არ შემიძლია, მერე ვნახოთო. ის რომ წავიდა, მამა გაბრიელმა თქვა, - ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მოუსმენს, მე რომ არ დამეხმარა?! თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებთ, სიმდაბლე შიგ შეგიყვანთ და სიყვარული ღმერთს განახებთო.

ბეჭდვა
1კ1