ვიქნები ერთგული და ჭეშმარიტი ადამიანი
ვიქნები ერთგული და ჭეშმარიტი ადამიანი
ცნობილმა რუსოფილმა დიმიტრი აბაშიძემ ქართველთმოძულე რუს ჩინოსნებთან ლაქუცით ეპისკოპოსობა ახალგაზრდამ მიიღო. წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძემ დაიბარა და გვარიანად დატუქსა მეუფე დიმიტრი: "კაცი თავისი ქვეყნის და ერის წინაშე სიყალბეს არ უნდა ემსახურებოდეს, ხარისხის მიღების გულისთვის ორენა არ უნდა იყოს. შენ ბუნებითაც ნიჭიერი კაცი ხარ და რად ყალბობდი, ჩვენს წინააღმდეგ რად ლაპარაკობდი ცუდად, უამისოდაც ხომ მიიღებდი ეპისკოპოსობას. დაე, ღმერთმა გაპატიოს და დღეის შემდეგ ერიდე ორენაობას და სიყალბესო". წმინდა ალექსანდრეს აბაშიძემ შეჰფიცა, - მე რაც მინდოდა, ეპისკოპოსობა, მივიღე. დღეის შემდეგ არაფერს ვიქმ წინანდებურს, ვიქნები ერთგული და ჭეშმარიტი ადამიანიო. წმინდა ალექსანდრემ იფიქრა, - იქნებ დიმიტრიმ ხასიათი გამოიცვალოს, გაიხსენოს მშობლის რძე და ძუძუ, საქართველო და მისი ძველი ისტორია, იყოს კეთილი და ერთგული მღვდელმთავარი სამშობლო ეკლესიისაო. მაგრამ, სამწუხაროდ, იქ, სადაც საფუძვლად ფარისევლობა და ორგულობა ჩაიყარა, მასზე სახლი ვერ აშენდა - ეპისკოპოსი შემდგომში მტერი შეიქმნა მშობელი ერისა და ეკლესიისა.

ბეჭდვა
1კ1