შორს არ არის უფალი მონანულისგან
შორს არ არის უფალი მონანულისგან
რომაელმა ღირსმა ემილიანემ სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ცოდვაში გაატარა. უეცრად ცოდვიანი ცხოვრების დატევების სურვილი იგრძნო. მონასტერში განმარტოვდა და დიდი ხანი მარხვა-ლოცვასა და ხორცის მოკვდინებაში მოსაგრეობდა. ესეც არ იკმარა - ყოველ ღამით მონასტრის მოშორებით მდებარე მღვიმეში განმარტოებული დასტიროდა სიყმაწვილის ცოდვებს. წინამძღვარმა მოისურვა, შეეტყო, ბერი სად მიდიოდა. უკან გაჰყვა. ნახა უჩვეულო ნათლით მოსილი მუხლმოდრეკილი ემილიანე. მერე ღვთის ხმაც ჩაესმა: "ემილიანე, გეპატია ცოდვანი შენნი". მონასტერში დაბრუნებულმა წინამძღვარმა მოუთხრო ძმებს ყოველივე და დასძინა: "ჩვენთვის მოისმა ხმა ზეციდან და უფალმა თავისი ნათელხილული წყალობა მოავლინა, რათა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტად შორს არ არის უფალი მონანულისგან, ის ჩვენს მოქცევას ელის, რათა ვიყოთ საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი".


ბეჭდვა
1კ1