შეიწირა მისი სინანული
შეიწირა მისი სინანული
მამა არსენი მღვიმელი ჰყვებოდა გრიგორიატის მონასტრის ბერ მაკარზე (1975 წელს გარდაიცვალა): "მამა მაკარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბერი იყო, რომ სძლია მშობელთა სიყვარულმა და მცირე ხნით ერში წავიდა. იქ დაეცა და შემდეგ დაქორწინდა კიდეც. შეეძინა ვაჟი, რომელმაც, უკვე წამოზრდილმა, თავისი უცოდველი თვალებით მამის მკერდზე გამოსახული წითელი ჯვარი დაინახა (ბერძნები ბერის შავ სქემაზე წითელ ჯვარს ქარგავენ) და უთხრა: "მამიკო, მკერდზე წითელი ჯვარი გახატია და კიდევ - რაღაც ასოები". მამა მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს, სინდისისაგან მხილებული უკან, ათონზე დაბრუნდა და მონასტრის ძმობას სინანულის მაგალითი მისცა. ღმერთმა კი ნიშანი მოგვცა, რომ შეიწირა მისი სინანული და ცოდვა მიუტევა - გარდაცვალების შემდეგ მამა მაკარის სხეულს მირონი დაედინა".

ბეჭდვა
1კ1