"მამაო, მას ხომ არ ესმის!"
"მამაო, მას ხომ არ ესმის!"
ერთხელ ერთმა ქალმა წმინდა ბარსანოფი ოპტელთან თავისი ყრუ-მუნჯი ვაჟი მიიყვანა და შესჩივლა: "მამაო, მთელი ქონება დავხარჯე და ვერ ვუშველე, 12 წლისა დაყრუვდა, დამუნჯდა და მას შემდეგ ასეა, ილოცეთ ჩვენთვის, მამაო". ბარსანოფიმ ბიჭს შეხედა და თქვა: "შესცოდა ამან და ამ დიდი ცოდვის გამო უნდა შეინანოს, ეზიარება და გამოჯანმრთელდება, ილაპარაკებს და გაიგონებს". "რას ამბობ, მამაო, - შეწუხდა დედა, - განა შეიძლებოდა, 12 წლისას ასე შეეცოდა?" მაშინ ღირსი მამა ბიჭს შეეკითხა: "გახსოვს, რა ჩაიდინე?" მან შემცბარმა დაუქნია თავი. "მამაო, მას ხომ არ ესმის!" - წამოიძახა დედამ. "შენი არ ესმის, ჩემი კი გაიგო", - უთხრა მამა ბარსანოფიმ, დაიხარა და ბიჭს ყურში რაღაც წასჩურჩულა. ბიჭს განცვიფრებისგან თვალები გაუფართოვდა - მას ყველაფერი გაახსენდა. ერთი კვირის შემდეგ ბავშვი გამოჯანმრთელდა.

ბეჭდვა
1კ1