ცრემლნი ცოდვილი დედაკაცისა
ცრემლნი ცოდვილი დედაკაცისა
ერთმა კაცმა დიდად შესცოდა, მაგრამ ბოლოს შეინანა და მონასტერში განმარტოვდა. მრავალი წელი გაატარა იქ და მწარედ იგლოვდა თავის ცოდვებს. შეიწყალა უფალმა მონა თვისი, ინება, ნუგეში ეცა მისთვის და ერთ დღეს დაყუდებულს მღვდელმთავრის შესამოსლით გამოეცხადა. ხელთ ბარძიმი ეპყრა. ბერმა დაინახა მაცხოვარი, დაემხო მის წინ და მოკრძალებით შეჰბედა: "უფალო, რა დგასო მაგ წმინდა ბარძიმში?!" "ცრემლნი ცოდვილი დედაკაცისა, - ბრძანა მაცხოვარმა, - რომელიც ჩემს ფერხთით ტიროდა სიმონ კეთროვნის სახლში. მე მისი ცრემლის ყოველი წვეთი შევინახე, რამეთუ სათნონი არიანო ჩემთვის".

ხილვამ ბერი გამოუთქმელი სიხარულით აღავსო და, ნუგეშცემული, მთელი დარჩენილი ცხოვრება დაუცხრომლად ემსახურებოდა უფალს.

ბეჭდვა
1კ1