ეკლესიაში შესვლის ღირსი არ ხარო
ეკლესიაში შესვლის ღირსი არ ხარო
გვითხრობდა მამა იოანე: იყო ეგვიპტეს მეძავი ვინმე მშვენიერი და მდიდარი ფრიად. და მრავალნი მივიდოდნენ მასთან. ერთ დღეს ეკლესიაში დააპირა შესვლა, მაგრამ კარებთან დაყენებულმა დიაკონმა არ შეუშვა: არაწმინდა ხარ და ეკლესიაში შესვლის ღირსი არ ხარო. მათი კამათი ეპისკოპოსს მოესმა და გამოვიდა. მეძავმა შესჩივლა, ეკლესიაში არ მიშვებსო. "არაწმინდა ხარ. შენი შიგნით შეშვება არ შეიძლებაო", - უთხრა მღვდელმთავარმა. ქალმა შეინანა: ამიერიდან აღარ ვისიძვებო. ეპისკოპოსმა უთხრა: არ დავიჯერებ შენს სინანულს, თუ მეძავობით ნაშოვნ სიმდიდრეს არ მომიტანო. ქალმა მოიტანა. ეპისკოპოსმა მაშინვე დაწვა და ისე შეუშვა ეკლესიაში. ქალი ქვითინებდა: - ვაიმე, საწყალობელსა ამას, თუ აქ ასე შემემთხვა, რაღა მეშველება უფლის მეორედ მოსვლის ჟამსო. "და მიერითგან დაადგრა სინანულსა შინა კეთილსა და იქმნა იგი ჭურ პატიოსან".

ბეჭდვა
1კ1