ურწმუნო პორფირემ მაშინვე იგრძნო ღვთის მადლის მოქმედება
ურწმუნო პორფირემ მაშინვე იგრძნო ღვთის მადლის მოქმედება
წმინდა მოწამე პორფირეზე მოგვითხრობენ: რომის იმპერატორი იულიანე განუდგა ქრისტეს, გადაწყვიტა ქრისტიანთა გაჟლეტა და თავის სამფლობელოში კერპთაყვანისცემის აღდგენა. მრავალი ტანჯვა-წამების გარდა, რომელსაც ის ქრისტიანებს შეამთხვევდა, სახალხოდ დასცინოდა ქრისტიანთა ღვთისმსახურებას და წეს-ჩვეულებებს. მეფის კარზე ერთი მასხარა იყო, სახელად პორფირე, რომელიც მეფეს ართობდა ქრისტიანული საიდუმლოების პაროდირებით. ერთხელ ნათლისღების დაცინვა გადაწყვიტა. დაიწყო მკრეხელურად ნათლისღების ლოცვის წაკითხვა თავის თავზე, შემდეგ შევიდა წყალში, სამჯერ შთაეფლო ყოვლადწმინდა სამების სახელზე და მოხდა სასწაული - ურწმუნო პორფირემ მაშინვე იგრძნო ღვთის მადლის მოქმედება, რომელმაც უეცრად გარდაქმნა და ურწმუნო მკრეხელი მორწმუნე ქრისტიანად შექმნა. სულიერად აღორძინებულმა პორფირემ მაშინვე აღიარა ქრისტე ღმერთი და ამხილა მეფე ღვთის ღალატში. იულიანეს ბრძანებით და ღვთის მოწყალებით, წმინდა პორფირე მოწამის გვირგვინის ღირსი შეიქნა, მასაც, წმინდა ჰენეზივით, თავი წარკვეთეს ქრისტეს გულისთვის.

ბეჭდვა
1კ1