ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის “მირტიდიოტის”ხატისგან კუნძულ კიფირაზე მომხდარი სასწაულის ხსენება - 24 სექტემბერი (7 ოქტომბერი)
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის “მირტიდიოტის”ხატისგან კუნძულ კიფირაზე მომხდარი სასწაულის ხსენება - 24 სექტემბერი (7 ოქტომბერი)
ძველი სტილით 24 სექტემბერს (7 ოქტომბერს) მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისგან კუნძულ კიფირაზე მომხდარ სასწაულს იხსენიებს. კუნძული კიფირა ამაყობს თავისი მფარველით-"მირტიდიოტის" ღვთისმშობლით. ძველი თქმულების თანახმად, ეს სასწაულმოქმედი ხატი იპოვეს პატარა დაბა მირტიდაში, რომელიც განლაგებულია კუნძულის ოდესღაც უდაბურ, მურტის ხეების გაბარდვნილ რაიონში.

ერთმა ღვთისმოსავმა მწყემსმა მგზნებარე ლოცვის დროს გაიგონა ხმა, რომელიც მოუწოდებდა მას:

-თუ მიმოიხედავ ირგვლივ, მაშინ იპოვი ჩემს ხატს. მე უკვე დიდი ხანია, აქ ვიმყოფები და მინდა, ამ ადგილს დავეხმარო.

და მართლაც, მალე მურტის ხეების ტოტებს შორის მწყემსმა აღმოაჩინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. ის, გაოცებული ემთხვია მას და თავის ქოხში გადაასვენა.

მეორე დილით მოხდა სასწაული, ხატი გაქრა. მწყემსმა ის ისევ იქ ნახა, სადაც ადრე იპოვა. მაშინ ამ ადგილას პატარა სამლოცველო ააგო, დაასვენა მასში წმინდა ხატი, უწოდა "მირტიდიოტისა", რადგან მირტიდაში ნახეს, მურტის ხეების ბარდებში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ სასწაულმოქმედ ხატზე ღვთისმშობელი გამოხატულია ჩვილით ხელში. მისი სახე, ისევე, როგორც უფლის სახე, ნაღვლიანია, მუქია, მოჩარჩოებულია სუფთა ოქროთი და ძვირფასი თვლებით. ჩვეულებრივ, სახის ნაკვთები ხატზე ძნელად გასარჩევია. თუმცა, იშვიათ მომენტებში ღვთისმშობლის სახე უეცრად იცვლის ფერს და ხდება ვარდისფერი. ტუჩებზე გამოისახება აუწერლად მომხიბვლელი ღიმილი, ხოლო თვალები მხიარულად უყურებს მორწმუნეს. ეს გრძნობა სულ რამდენიმე წამს გრძელდება და შემდეგ მარადის ქალწულის დიდებული სახე თავის ჩვეულ იერს იბრუნებს.

ბეჭდვა
1კ1