ლესნეს ღვთისმშობლის ხატი (+1683) - 14 (27) სექტემბერი
ლესნეს ღვთისმშობლის ხატი (+1683) - 14 (27) სექტემბერი
ლესნეს ღვთისმსობლის ხატი ჯვართამაღლების დღესასწაულზე გამოჩინდა 1683 წელს. მწყემსმა ის მსხლის ხეზე იპოვა და უახლოესი მართლმადიდებლური სოფლის ბუკოვიჩის ტაძარს გადასცა, რომელიც სოფელ ლესნეს სიახლოვეს მდებარეობდა. როცა ხატის სასწაულქმედების შესახებ ხმა გავრცელდა, კათოლიკურმა სამღვდელოებამ მართლმადიდებლებს ხატი წაართვა და ლესნეს კათოლიკურ საყდარში დაასვენა. XVIII საუკუნეში კათოლიკური ორდენის ბერებმა აქ მონასტერი დააარსეს. 1863 წელს ორდენის ბერებმა პოლონელთა აჯანყებაში მიიღეს მონაწილეობა, ამიტომ რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით მონასტერი დახურეს და მართლმადიდებლურ სამრევლოდ გადააკეთეს. ლესნეს ღვთისმშობლის ხატიდან მრავალი სასწაული აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1