მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატი - ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ!
მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატი - ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ!
სამთავროს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1912 წელს, ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის თხოვნით, მღვდელმონაზონ ილიას მიერ,  სამთავროს დედათა მონასტრისთვის ათონის ივერთა მონასტერში საგანგებოდ დაიწერა.
ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა: "განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის "სამთავროს" ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1912 წ."
ბეჭდვა
1კ1